logo
ENG



თურქეთში ჯამალ ხაშოგის სასამართლო პროცესი დაიწყო

03 ივლ 202017:49
3 წუთის საკითხავი
 

თურქეთში ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო.

პროცესზე 20 ბრალდებულს დაუსწრებლად ასამართლებენ. მათ შორისაა საუდის არაბეთის პრინცის ბინ სალმანის ორი ყოფილი თანაშემწე.სასამართლო განხილვას ესწრება ჟურნალისტის საცოლე და გაეროს სპეციალური მომხსენებელი, რომელმაც მკვლელობაში პირადად საუდის არაბეთის პრინცი დაადანაშაულა.

ვაშინგტონ პოსტის კორესპონდენტი, ჯამალ ხაშოგი 2018 წლის ოქტომბერში სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს.  


close დახურვა